ასე იყო წელსაც, სკოლა ლიცეუმმა უჩვეოლო ენერგიითა და მონდომებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი და სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის წინადადება: მშობლებს გეპატიჟებით ,, ფინჯან ჩაიზე ‘’ არავის გაჰკვირვებია .
,, ჩაი სიცოცხლის ელექსირია ‘’ - ისმის ხშირად , მაგრამ იგი თურმე გულის გახსნის, ერთად ყოფნის და პრობლემების გადაწყვეტის ელექსირიც ყოფილა .
უჩვეულო დახვედრამ სკოლა - ლიცეუმში ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის მიპატიჟებამ ,,ფინჯან ჩაიზე’’ ერთნაირად ააფორიაქა მასწავლებლებიც და მშობლებიც . ყველა ელოდა რას? ...
და აი, დაიწყო სამზადისი. ყველა კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებელი , კათედრის ხელმძღვანელი, თუ კლუბის მეურვე უჩვეულოდ ემზადებოდა პრეზენტაციისთვის . საკლასო ოთახებში და სამასწავლებლოში ერთიანი ფორიაქი იდგა . ყველა თავისებურად ემზადებოდა და გაუთავებელი უჩვეულო რიგი იდგა სასწავლო ნაწილ ელენე ხაჩიძის მაგიდასთან .
და აი, დადგა 20 ოქტომბერიც . სკოლის დიდი დარბაზი მოემზადა სტუმართა დასახვედრად . გაიშალა საოცრად ლამაზი მაგიდები , ყველა ცდილობდა თავი მოეწონებინა(მათ შორის ჩვენი კლუბიც), თითქოს გამოუცხადებელი კონკურსიც კი გაიმართა , ვინ უფრო ლამაზად. სკოლა ეხლა უკვე დიასახლისის როლში ხვდებოდა მშობელთა დიდ ნაკადს.
საღამო დაიწყო , შეხვედრამ , ჩაის სითბომ და სიტკბომ , მშვიდმა მუსიკამ, კათედრებისა და წრეების პრეზენტაციამ სამომავლო გეგმების შესახებ , შეფასების კრიტერიუმების გაცნობამ , საინტერესო ფორმით შეთვაზებულმა ინტერაქტიულმა გამოკითხვამ მშობლები კი არ დააბნია , პირიქით გააერთიანა და შეხვედრა მუშაობაში გადაიზარდა . თურმე რამდენი რამ გვინდა, შეგვიძლია, მოგვწონს ან არ მოგვწონს. ყველა ნაფიქრ - ნააზრევი სწრაფად გადადიოდა გულიდან გულში და შემდეგ ფერად ფურცლებზე. თითქოს ჩვენ წინ ჩვენი მოსწავლეები მუშაობდნენ და მოუთმენლად ველოდით შედეგებს. და აი , შედეგიც: ვუყვარვართ , გვენდობიან , გვთხოვენ , მოითხოვენ , მოსწონთ ან არ მოსწონთ, იმედი აქვთ , გამოგვყვებიან , გვერდით დაგვიდგებიან და ერთად ყველაფერს შევძლებთ.
„კმაყოფილი ვარ , ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ’’ ! თქვა ქალბატონმა მანანამ და უხმოდ დაეშვა სკამზე.
ერთი სიტყვით შეხვედრა შედგა , საოცრად აფორიაქებულმა სკოლოს დირექტორმა ქალბატონმა მანანამ და სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ელენემ სულ ბოლოს მიირთვეს უკვე გაციებული ჩაი.
დამთავრდა კიდევ ერთი სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრა , უკეთესი მომავლის იმედით. სკოლის შენობაში კი ბავშვების მხიარული ჟრიამულის მოლოდინში, დროებით სიჩუმემ დაისადგურა.
ტექსტის ავტორი: ნ.ბუაჩიძე; არტ-კლუბი "ეს ჩვენ ვართ"
ფოტო: ნ.მოსახლიშვილი, ნ.იორამიშვილი
No comments:
Post a Comment